Thumbnail

ხელბურთი | 7 გოლით 1/16-ფინალში - ევროპის თასისთვის 2 ქართველი იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქეთევან ვენეცკის ისტოგუმ პლეი ოფში მეტოქეს ორივე მატჩი მოუგო
  • მომავალ ეტაპზე პირდაპირ იყო დაშვებული მედეა ჩოხელის გუნდი

ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალში ორი ქართველი ხელბურთელი ითამაშებს – ქეთევან ვენეცკი და მედეა ჩოხელი. ჩოხელის მაკედონიური გუნდი კუმანოვო ამ ეტაპზე პირდაპირ დაუშვეს, ხოლო ვენეცკის ისტოგუმ კვალიფიკაციის მეორე მატჩიც მოუგო ვუშტრიას – 31:24.

შეგახსენებთ, რომ ორი კოსოვოური კლუბის პირველი თამაშიც ისტოგუს გამარჯვებით დასრულდა – 26-21. ვენეცკიმ პირველ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მეორეში კი – 4. მეთექვსმეტედფინალის წილისყრა მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს, თამაშები კი 14-15 და 21-22 ნოემბერსაა დანიშნული.

ქეთევან ვენეცკიმ პირველ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მეორეში კი - 4

ცნობისთვის, ევროპის თასი წლეულს პირველად იმართება. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ახალ სეზონში ევროტურნირების სტრუქტურა შეცვალა – ჩემპიონთა ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-მდე შემცირდა, დანარჩენი კლუბები კი ევროპის ლიგასა და ევროპის თასზე გადანაწილდნენ.

მეთექვსმეტედფინალის მონაწილეები: ელჩე (ესპანეთი), ლოკომოტივა ზაგრები (ხორვატია), იაგოდინა (სერბეთი), უნირეკი (ნიდერლანდები), იალიკავაკი (თურქეთი), ტოიოტა (პორტუგალია), ვიქტორია (ბელარუსი), აზერიოლი (აზერბაიჯანი), კუმანოვო (ჩრდ. მაკედონია), პაოკი (საბერძნეთი), ფერიზაი (კოსოვო), ნოიშტადტი (ავსტრია), გრუდე (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ცუგი (შვეიცარია), სალერნო (იტალია), სლავია (ჩეხეთი), კერიენგი (ლუქსემბურგი), რუდარი (მონტენეგრო), პორი (ისლანდია), კავალიერი (მალტა), ჰალიჩანკა (უკრაინა), ატლეტიკო გვარდესი (ესპანეთი), ბელოვარი (ხორვატია), ისტოგუ (კოსოვო), მესტრინო (იტალია), ნიში (სერბეთი), მურატფაშა (თურქეთი), იზმირი (თურქეთი), მალაგა (ესპანეთი), გრანოლერსი (ესპანეთი), იგლზი (შვეიცარია), ვესტფრიზლანდი (ნიდერლანდები)/გრან კანარია (ესპანეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები