Thumbnail

'მთელი ცხოვრება ვჭიდაობ, პორიე და კონორი არ გეგონოთ' - ჯასტინ გეიჯი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გეიჯი V ნურმაგომედოვი - კვირაზე ნაკლები წლის მთავარ ბრძოლამდე
  • ამერიკელმა მებრძოლმა, ნურმაგომედოვის წინააღმდეგ თავისი შანსები შეაფასა

ჯასტინ გეიჯიმ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს მისი სტილის მებრძოლთან ჯერ არ უჩხუბია. "ტიტული ალ იაკინტას წინააღმდეგ მოიგო, რომელმაც არც ჭიდაობა იცის და არც მსოფლიო დონის მებრძოლია." - ამბობს გეიჯი.

"მთელი ამ ბრძოლების მანძილზე, კი რამდენიმეჯერ მოხვედრია, მაგრამ ტკივლი რა არის არ იცის და ამას 24 ოქტომბერს გაიგებს. არ იცის ნერვში მოხვედრა რას ნიშნავს, არ იცის ძვალის ძვალთან შეხება როგორია - მინდა ვატკინო და პირველ რიგში ამის მიღწევას ვეცდები."

"მართალია, როდესაც ამბობენ, რომ MMA-ის ჭიდაობა, კლასიკური ჭიდაობისგან განსხვავებულია. მაგრამ თავისუფალი სტილით როდესაც ჭიდაობ, ფეხზე წამოდგომაშიც ქულას გაძლევენ და ამას მე მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ - პორიე და კონორი არ გეგონოთ, რომლებმაც კრივის გარდა არაფერი იციან."

"ხაბიბს ვაფასებ, უდიდესი მებრძოლია, მაგრამ ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ უშანსოდ ვარ. ფერგიუსონიც ასე ფიქრობდა, მაგრამ ხომ ნახეთ რაც დაემართა... მაგრამ ტონის ტკივილი უყვარს, ატანა შეუძლია, რასაც არ ვფიქრობ ხაბიბზე."

არც ნურმაგომედოვია ფრთხილი, როდესაც გეიჯიზე საუბრობს, თუმცა წინა ოპონენტებისგან განსხვავებით, ჯასტინს უფრო აფასებს "ჯასტინი კარგი ბიჭია, ვაფასებ მის შრომას და საბრძოლო უნარებს, მაგრამ როდესაც გალიაში ჩავიკეტებით, ოკეანის ყველაზე ღრმა წყალში ჩავათრევ, სადაც თავისი წვივში დარტყმები აღარ უშველის." - ამბობს ხაბიბი.

"თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, ახალგაზრდაა, გამარჯვებას მოწყურებული და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს." - დაამატა ნურმაგომედოვმა.

კომენტარები

ბოლო ამბები