Thumbnail

ევერტონთან მატჩის დროს, ლივერპულის მეკარეს სათადარიგოთა სკამზე ჩამოეძინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კივინ კელეჰერმა სავარაუდოდ გოლი და წითელი ბარათი გამოტოვა
  • ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, კლუბში რანგით მესამე მეკარეა 

გუშინ მერსისაიდული დერბის მიმდინარეობისას, ლივერპულის ირლანდიელ მეკარეს - კივინ კელეჰერს სათადარიგოთა სკამზე ჩამოეძინა. ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, კლუბის პირველი მეკარის - ალისონ ბეკერის არყოფნაში, ადრიანის შემცვლელია.

მატჩი დომინიკ კალვერტ-ლუინის გატანილი გოლის შემდეგ, ფრედ 2:2 დასრულდა. თუმცა, ინგლისის ნაკრების ფორვარდის გოლის შემდეგ, რიჩარლისონი გააძევეს და ჯორდან ჰენდერსონის გოლი არ ჩათვალეს, სადაც მილიმეტრიანი თამაშგარე დაფიქსირდა.

მაგრამ BT Sport-ის კადრის მიხედვით, ეს ყველაფერი კივინ კელეჰერმა გამოტოვა. კელეჰერი წარმოშობით როი კინის ქალაქიდან - კორკიდანაა და 2015 წლიდან ლივერპულში ვარჯიშობს, ჯერ აკადემიაში, ხოლო 2019 წლიდან პირველ გუნდთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები