Thumbnail

'კეინი, სონი, ბეილი - სპურსი ტიტულისთვის იბრძოლებს!' - ამბობს ჰარი რედნაპი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰარი რედნაპის აზრით ტოტენჰემს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია
  • ვეტერანი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ბეილის ტრანსფერი გუნდს რადიკალურად შეცვლის

ტოტენჰემში პირველი 2 უღიმღამო სეზონის შემდეგ, გარეტ ბეილის პოტენციალის გახსნა, მაშინ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - ჰარი რედნაპმა შეძლო, რომელმაც BBC უელსთან ბეილის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

რედნაპის აზრით, ბეილთან ერთად სპურსი შესაძლოა საერთოდ სხვა გუნდად იქცეს. "კეინი, სონი და ბეილი ძალიან ძლიერი ტრიოა, რომელმაც შესაძლოა მსოფლიოში ნებისმიერი გუნდის დაცვა გაარღვიოს." - ამბობს ვეტერანი ინგლისელი.

კლუბმა წელს კიდევ ერთი უელსელი - ჯო როდონი დაიმატა

"ნამდვილად მჯერა იმის, რომ ამ სამეულით ტოტენჰემს შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ლივერპული და სიტი ყველასგან გამოირჩევიან, თუმცა მათ თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს ეს ალბათ ისევ ჟოზეს გუნდი იქნება."

რედნაპმა ასევე ტოტენჰემის ახალწვეულის, უელსელი ჯო როდონის შესახებაც ისაუბრა "მე მაქვს კონტაქტი იმ სკაუტთან, ვინც მას აკვირდებოდა ამ წლების მანძილზე და ძალიან აქებს." - განაცხადა ტოტენჰემის ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც კლუბს 2008-2012 წლებში წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები