Thumbnail

'2 დღე მომეცით და მახაჩევისთვის მზად ვიქნები' - ამბობს გურამ ქუთათელაძე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გურამ ქუთათელაძემ ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
  • ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ დებიუტის ეიფორიამ ცოტა დააბნია

თბილისის დროით 02:30 საათზე, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის - გურამ ქუთათელაძის დებიუტი შედგა, რომელიც შვედეთში, სტოკჰოლმში ვარჯიშობს და UFC-ის ამომავალი ვარსკვლავის - ხამზატ ჩიმაევის ახლო მეგობარი და თანაგუნდელია.

ქუთათელაძე დაუმარცხებელ პოლონელ გრაპლერს, KSW-ის ერთდროულად 2 წონის ჩემპიონს - მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა, რომელიც ბრძოლის გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ.

გამროტმა გურამს მთელი ბრძოლის მანძილზე ვერაფერი მოუხერხა, ე.წ. 'თეიქდაუნებს' გურამი იგერიებდა, რამდენჯერმე შებოჭვა თვითონაც სცადა, ფეხზე დგომისას კი მეტოქე აშკარად დაჯაბნა. თუმცა, ბრძოლის შემდეგ დენიელ კორმიესთან ინტერვიუში გურამმა განაცხადა, რომ ბრძოლის მოგებას არ იმსახურებდა.

გურამ ქუთათელაძე 29:28, 28:29, 29:28 მატეუშ გამროტი

"გურამი, რომელსაც მე ვიცნობ, სხვა დონის მებრძოლია..." - განაცხადა ქუთათელაძემ. "დღეს ესე მოხდა, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ გამარჯვება მოვიპოვე. ჩემი მოწინააღმდეგე (მატეუშ გამროტი) თავის ორგანიზაციაში დაუმარცხებელი იყო და ერთდროულად 2 წონაში ფლობდა ქამარს, თუმცა მე ეს დიდად არ მადარდებს."

"დღეს საღამოს დავისვენებ, ხვალ დავისვენებ, შემდეგ შემიძლია დარბაზში დავბრუნდე და ვარჯიში განვაახლო. გავიგე, რომ ისლამ მახაჩევს შემდეგ კვირას მეტოქე არ ჰყავს - სულელი არ ვარ, ვიცი, რომ TOP15-ის მებრძოლთან სურს ალბათ ჩხუბი, მე კი დებიუტანტი ვარ, თუმცა მინდა დავაფიქსირო, რომ აქ ვარ და მზად ვარ ბრძოლისთვის."

კომენტარები

ბოლო ამბები