Thumbnail
  • ინტერი 1:2 მილანი | გოლები: 0:1, 0:2 იბრაჰიმოვიჩი (12, 16), 1:2 ლუკაკუ (28)
  • მილანმა ინტერს სერია A-ში 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოუგო

'სან სიროზე' მორიგი დერბი დელა მადონინა გაიმართა, რომელიც მილანმა მოიგო. სტეფანო პიოლის გუნდს სერია A-ში 4-დან 4 მატჩი აქვს მოგებული. 'როსონერიმ' 'ნერაძურის' 2:1 სძლია. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4-წუთიან მონაკვეთში მილანს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუპოვა. შვედმა ჯერ თავისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დაარტყა, რომელიც მას ჰანდანოვიჩმა აუღო, მაგრამ იბრამ დამატებაზე მაინც გაიტანა, ხოლო 4 წუთში, რაფაელ ლეაოს პასით, მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლის გატანა მოახერხა. რომელუ ლუკაკუმ მატჩის 29-ე წუთზე სხვაობა ერთ ბურთამდე შემაცირა, მაგრამ კონტეს ინტერმა მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო და სეზონში პირველად დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს კორონავირუსის გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა.

მილანს 12 ქულა აქვს და მომდევნო ტურში რომას ხვდება. ინტერი კი ჯენოას ესტუმრება. მილანმა 4-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო სერია A-ში ინტერის დამარცხება. როსონერიმ ბოლოს ინტერს 2016 წელს 3:0 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები