Thumbnail

მერსისაიდულ დერბიში, რომელიც 2:2 დასრულდა, ვირჯილ ვან დეიკმა წინა ჯვარედინი მყესი (ACL) გაიწყვიტა და დიდი ალბათობით, 7-8 თვე მოუწევს იძულებითი უქმობა. ამ ინფრომაციას ჯერ მხოლოდ beIN Sports ადასტურებს და ის ოფიციალური არ არის.

მატჩის დასაწყისშივე მას ევერტონის მეკარე ჯორდან პიკფორდი ეუხეშა. ვირჯილის ნაცვლად მოედანზე ჯო გომესი შევიდა. "არ გამოიყურება კარგად მისი დაზიანება", - ასეთი პესიმისტური იყო იურგენ კლოპის კომენტარი მატჩის შემდეგ.

📺 ევერტონი v ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები