Thumbnail
  • დენი მუსოვსკიმ მაკედონიის ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა
  • 24 წლის ფეხბურთელი ლოს ანჯელესის ღირსებას იცავს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ამერიკული ლოს ანჯელესის თავდამსხმელით, დენი მუსოვსკით გაძლიერდა. ეს ინფორმაცია მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ დაადასტურა.

მუსოვსკი ამერიკაში დაიბადა, მაგრამ წარმოშობოთ მაკედონიელია. თუ პასპორტთან დაკავშირებული პროცედურები დროულად მოგვარდება, დენი ნოემბრის მატჩებში ანგელოვსკის განკარგულებაში იქნება. აღსანიშნავია, რომ მუსოვსკის მშობლებს მაკედონიის მოქალაქეობა აქვთ, რაც პრცედურებს უფრო გაამარტივებს.

იგორ ანგელოვსკი: "ნამდვილად მოხარული ვარ, რომ დენიმ მაკედონიის ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა. გულახდილი საუბარი გვქონდა და ნოემბერში ჩვენს გუნდში ველოდებით. შეტევაში ამით კონკურენცია გაიზრდება და ვფიქრობ, რომ ყველასთვის სასარგებლო იქნება. ლოს ანჯელესში ის ეფექტურად თამაშობს. ვცდილობთ კონკურენციის გაზრდას მოთამაშეებით, რომლებიც გუნდში უკეთესს ხარისხსს მოიტანენ და უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. იმედი მაქვს, მუსოვსკის შემთხვევაში ზუსტად ასე იქნება".

დენი მუსოვსკი ნევადაში დაიბადა, პროფესიონალური კარიერა კი 2014 წელს დაიწყო. ლოს ანჯელესში მიმდინარე წელს გადავიდა და MLS-ის ამ სეზონში 11 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი ანგარიშზე ჩაწერილი. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები