Thumbnail

სკანდალი მკლავჭიდის ფედერაციაში - ჯაჭვლიანს კვერცხები ესროლეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სოსო ჯაჭვლიანს ტიტულოვანი მკლავჭიდელები უპირისპირდებიან
  • ფედერაციის პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტის გათავისუფლებას აპირებდა

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება. ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელები დაუპირისპირდნენ. მათ ჯაჭვლიანს წყალი შესახეს და კვერცხები ესროლეს.

სოსო ჯაჭვლიანი გამგეობის სხდომაზე ვიცე-პრეზიდენტ რევაზ ლუთიძისა და მწვრთნელების გათავისუფლებას გეგმავდა. 50-მდე ადამიანი სხდომაზე ძალის გამოყენებით შეიჭრა და ჯაჭვლიანს შეურაცხყოფა მიაყენა.

მკლავჭიდელები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ "ჯაჭვლიანი გონს უნდა მოეგოს, მას ვინმე უნდა დაელაპარაკოს და გამოაფხიზლოს". მწვრთნელები აცხადებენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი მათ გაშვებას გეგმავს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მუშაობაში ხელი შეუშალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები