Thumbnail
  • ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია
  • შოთა მიშველიძის ბრინჯაოს შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა
  • ხვალ, დილით, თბილისის დროით (5:25) ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოდის

ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოუტანა! 21 წლის გოტფრიდი პირველი ძალოსანი ქალია, ვინც საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გოტფრიდმა საქართველოს ოქროს მედალი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოუტანა. მან ატაცში 120-კილოგრამიანი შტანგა დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა, აკვრაში კი ვერცხლს დასჯერდა (135, 140, 145). საბოლოო ჯამში გოტფრიდი ორჭიდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (265 კგ). ანასტასიამ ჩილელ მარია ვალდესს (255 კგ) და დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ კრისმეტი სანტანას (254) აჯობა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი (ბრინჯაო) შოთა მიშველიძემ მოუტანა. ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რეკორდსმენი მძმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ამერიკულ ფიცარნაგზე ხვალ დილით, თბილისის დროით დილის 5:25-ზე წარსდგება.

კომენტარები

ბოლო ამბები