Thumbnail
  • ნეიმარმა ნიმთან შეხვედრა გამოტოვა
  • ბრაზილიელს ტრავმა არ აწუხებს და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

პარი სენ-ჟერმენმა გუშინ სტუმრად ნიმს 4:0 მოუგო. ლიგა 1-ის ჩემპიონების რიგებში არ იყო ნეიმარი. ბრაზილიელი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. პარიზული გუნდის გულშემატკივრები ნერვიულობდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ნეიმარს ტრავმა აწუხებდა.

რატომ არ ითამაშა 28 წლის ფეხბურთელმა ნიმთან და როდის დაბრუნდება - ამის შესახებ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ისაუბრა. საქმე იმაშია, რომ შემტევმა ბრაზილიის ნაკრებში 3 დღით ადრე პერუს წინააღმდეგ ითამაშა და ტუხელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

გერმანელის თქმით, იგი ნეიმარს გაესაუბრა და გადაწყვიტეს, რომ მას დაესვენა, რათა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად ყოფილიყო. ასე, რომ ბრაზილიელი მანჩესტერ იუნაიტედისთვის მზად იქნება.

"ნეის არანაირი პრობლემა არ აქვს. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ გულწრფელი დისკუსია გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ მას დაესვენა. იგი გუნდს ვარჯიშებზე დაუბრუნდება და მანჩესტერ იუნაიტედსთვის წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადება. ის მოედანზე აუცილებლად იქნება", - განაცხადა ტუხელმა.

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის პირველ შეხვედრას შინ საფრანგეთის დედაქალაქში 20 ოქტომბერს გამართავს. პარიზელების მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იქნება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნიუკასლი
  • ფრე
  • იუნაიტედი

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები