Thumbnail
  • პოლ პოგბაზე სატრანსფერო ჭორები არახალია
  • ოლე გუნარ სულშერის თქმით იგი კლუბში დარჩება

რთულად გასახსენებელია სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი, როდესაც პოლ პოგბაზე რაიმე სახის ჭორი არ გავრცელდა. ხშირად ვარაუდობენ, რომ ფრანგი გუნდს გამოიცვლის და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

გამონაკლისი არც ეს სატრანსფერო ფანჯარა იყო. უცხოური მედია ხშირად წერდა მადრიდის რეალის ინტერესზე. იყო ტურინის იუვენტუსის ვარიანტიც. ბოლოს კი 27 წლის ფეხბურთელი ბარსელონას დაუკავშირეს.

თავად ნახევარმცველმა სანაკრებო პაუზის დროს თქვა, რომ მადრიდის რეალში თამაში მისი ოცნებაა და არ არის გამორიცხული, ერთ დღეს მათ შეუერთდეს, თუმცა მისი მიზანი ახლა მანჩესტერ იუნაიტედის წარმატებაა.

პოლ პოგბას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ხელშეკრულებაში არის ოპცია, რომლის მიხედვითაც გუნდს ფეხბურთელის დატოვება კიდევ ერთი წლით 2022 წლის ზაფხულამდე შეეძლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუნაიტედმა ოპცია გამოიყენა და პოლი გუნდში კიდევ ერთი წლით დატოვა. ამის მიზეზი ის არის, რომ ინგლისურ გუნდს არ სურს, მომავალ წელს პოგბა სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას. ამ პერიოდში კლუბი ეცდება, ფრანგს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნიუკასლი
  • ფრე
  • იუნაიტედი

კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას ადასტურებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი. ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით პოლი მანჩესტერ იუნიტედში კიდევ ორი წლით დარჩება.

"პოლი ჩვენი ფეხბურთელია. ის აქ კიდევ ორი წლის განმავლობაში დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ორიენტირებულია, ჩვენთის კარგი გააკეთოს. ჩვენ გვსურს საუკეთესო პოლი ვნახოთ. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისგან საუკეთესოს მივიღებთ", - განაცხადა სულშერმა.     

კომენტარები

ბოლო ამბები