Thumbnail

‘აქ მის დასამარცხებლად ვარ’ - გეიჯიმ ხაბიბთან ბრძოლაზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერთ კვირაში UFC 254-ზე დიდი ბრძოლა შედგება
  • ჯასტინ გეიჯიმ ხაბიბ ნურმაგომედოვთან დუელზე ისაუბრა

შერეული ორთაბრძოლების სამყარო 24 ოქტომბრის მოლოდინშია - UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი და MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ხაბიბ ნურმაგომედოვი ამერიკელ მებრძოლ ჯასტინ გეიჯის უნდა დაუპირისპირდეს. აბსოლუტურ წონაში UFC-ს დროებითი მსოფლიოს ჩემპიონი გეიჯი ფიქრობს, რომ ხაბიბს დაამარცხებს.

გამოკითხვა

  • მატეუშ გამროტი
  • გურამ ქუთათელაძე

“ჩემთვის ბრძოლა მთელი ცხოვრება გრძელდებოდა. როცა ჩემპიონი ხარ, სხვებზე არ ფიქრობ. უბრალოდ, საჭიროა კონცენტრაცია, რათა არავის მისცე უფლება, წაგართვან ის, რაც გაქვს. როცა ამ ქამარს მივიღებ, ჩემს ზურგზე მიზანი გაჩნდება, აღარ დამჭირდება ვინმეს გამოწვევა ბრძოლისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩემი მომდევნო მეტოქე. სულერთია, ვის შევებრძოლები ხაბიბის შემდეგ. მასთან გამარჯვება ჩემს მემკვიდრეობას გაამაგრებს. ასე რომ, ეს ერთადერთი რამ არის, რის გამოც აქ ვარ,” - ვკითხულობთ გეიჯის ნათქვამს MMA Mania-ზე.

ქვიზიქვიზი: რამდენად კარგად იცი MMA?

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შერკინება 24 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიშია დაგეგმილი და UFC 254-ის ეგიდით შედგება. რუს მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 28-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, ამერიკელს კი 22 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები