Thumbnail
  • რეალმა ქარიმ ბენზემას შემცვლელზე უნდა იფიქროს
  • ზინედინ ზიდანი იოვიჩს ნაკლებად ენდობა
  • ერთ-ერთი ვარიანტი ერლინგ ჰაალანდია

რეალ მადრიდში ახალი ცენტრფორვარდი სჭირდებათ და პოტენციურ ახალწვეულებზე ბევრს ფიქრობენ!

ქარიმ ბენზემა ასაკში შედის და მისი შემცვლელის მოყვანა გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ფაქტია: მადრიდულმა კლუბმა 2021 წლის ზაფხულში ახალი გოლეადორი უნდა გადაიბიროს!

გამოკითხვა

გაუტანს ბენზემა კადისს?

  • კი
  • არა

ფრანგის შემცვლელად ლუკა იოვიჩი მიიჩნეოდა, რომელიც "სამეფო კლუბმა" გასულ წელს დაიმატა. ზინდინ ზიდანის ხელში სერბ ფორვარდს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და მასზე იმედებს ნაკლებად ამყარებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე ერლინგ ჰაალანდია. ნორვეგიელი ფეხბურთელი დორტმუნდის ბორუსიაში ძალიან კრგად გამოიყურება და ბევრი მსურველიც ჰყავს.

ფრანგმა სპეციალისტმა ნორვეგიელის შესახებ კომენტარი გააკეთა. გარდა ჰაალანდზე საუბრისა ზიდანმა კილიან მბაპესა და ზოგადად რეალის მიმართ აგორებულ სატრანსფერო ჭორების შესახებ ისაუბრა.

"ჰაალანდი ჩემი მოთამაშე არ არის, მაგრამ იგი ძალიან კარგია. სხვა რისი თქმა შემიძლია? ყოველთვის ბევრი ჭორია და საუბარი არ მაქვს მხოლოდ მბაპეზე. ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს შემადგენლობაზე. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ახლა ამ გუნდით მოგვიწევს ბოლომდე ბრძოლა", - განაცხადა ზიდანმა.

ერლინგ ჰაალანდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.   

კომენტარები

ბოლო ამბები