Thumbnail
  • გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა
  • ბუნდესლიგაში შიშობენ, რომ კლუბები პაუზას ვეღარ გადაიტანენ

კორონა-კრიზისის გამძაფრების გამო ბუნდესლიგაშიც ძალიან ნერვიულობენ. უკვე დაიწყო დისკუსიები უმაყურებლო თამაშების გაგრძელებაზე, ან სულაც ჩემპიონატის შეჩერებაზე - ზუსტად ისე, როგორც ეს მარტში მოხდა. საფეხბურთო კლუბებისთვის ეს საშინელი სცენარია.

“ცხადია, რომ ასეთი ფორმით გაგრძელების შემთხვევაში, ფინანსური თვალსაზრისით დიდხანს კარგად ვეღარ ვიქნებით,” - აცხადებს დორტმუნდის ბორუსიას ბოსი ჰანს-იოახიმ ვატცკე ‘ბილდთან’ ინტერვიუში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰოფენჰაიმი
  • ფრე
  • დორტმუნდი

კიდევ ერთ კორონა-პაუზას, მისი აზრით, ძალიან ცუდი შედეგები მოყვება: “მე ფეხბურთის მენეჯმენტი ვიცი და ამ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ თუკი სეზონი აღარ შეწყდება, ამ ჩემპიონატის ბოლომდე მიყვანას როგორღაც შევძლებთ. მაგრამ თუკი ჩემპიონატი კიდევ გაჩერდება და ისევ დიდი პაუზა იქნება, ფაქტია, რომ ბევრგან ჩაქრება სინათლე.” - დასძენს 61 წლის ვატცკე.

გერმანიის ჩემპიონატის ამ ტურში, ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის გამო აუგსბურგში, ბილეფელდში, კიოლნში, მაინცში, ფრაიბურგში, მიონხენგლადბახსა და გელზენკირხენში მაყურებლები ან საერთოდ არ დაიშვებიან, ან მხოლოდ 300.

პაუზაზე ფიქრი არც ბაიერნის შეფ რუმენიგეს სურს

“თუ ამ სეზონის ჩამთავრებას ვერ შევძლებთ, აბსოლუტურად ყველას შეექმნება არსებობის პრობლემა,” - ეს ბერლინის ჰერტას გენერალური მენეჯერი, მიხაელ პრეეტცის სიტყვებია. კიდევ ერთი დიდი პაუზის შემთხვევაში, ფეხბურთის მომავალს მუქ ფერებში ხედავს მიუნხენის ბაიერნის ბოსი კარლ-ჰაინც რუმენიგეც.

კომენტარები

ბოლო ამბები