Thumbnail

ექს-ლივერპულელი გაკოტრდა და ისტორიული ფინალის მედალს ყიდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალის ოქროს მედალი აუქციონზე გაიყიდება
  • ლივერპულის ყოფილი მცველი სხვა ნივთებსაც ყიდის

ლივერპულის ყოფილი მარჯვენა მცველი სტივ ფინანი ბევრ ისეთ სამახსოვრო ნივთს ყიდის, რაც კარიერაში მოიპოვა ან შეიძინა. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში მოგებული მედალი, ლივერპულის მაისურები და ა.შ. მისი ყველა ნივთი აუქციონზე გაიყიდება, რომლის სახელწოდებაა Graham Budd Auctions. ფინანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი უძრავი ქონების ფირმა გაკოტრდა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ ფინალში (3:3 0:3-ის შემდეგ და მოგებული პენალტების სერია მილანთან) აღებული მედლის ფასი 12 000-დან 15 000 ფუნტამდეა. ამავე ფინალის მაისურა კი 2 000-დან 2 500 ფუნტამდე ღირს. 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის თასის ასლის ფასი 5 000-7 000 ფუნტია. ასევე იყიდება ფინანის უეფას სუპერთასის მედლები და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის 15 წლის წინანდელი მედლები - ფასი: 1 500-დან 3 500 ფუნტამდე.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ევერტონი
  • ფრე
  • ლივერპული

The Times თვის დასაწყისში წერდა, რომ კომპანია Finnan Developments კოტრდებოდა. 4-მილიონიანი ვალის გამო. ცნობილია, რომ ფინანმა უძრავი ქონების კომპანიაში 4 მილიონ ფუნტზე მეტი ინვესტიცია ჩადო, ფირმას მისი ძმა, შონ ფინანი ხელმძღვანელობდა. სტივ ფინანმა 2003-დან 2008 წლამდე ლივერპულში 217 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები