Thumbnail

გაუპატიურების სკანდალის ახალი დეტალები - რობინიო სანტოსიდან უკვე გაუშვეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებამ რობინიოს ტრანსფერი ჩაშალა
  • 2013 წლის სკანდალის გამო სანტოსმა გაფორმებული კონტრაქტი შეაჩერა

ძალადობისა და გაუპატიურების ძველმა ბრალდებებმა რობინიოს მშობლიურ კლუბში, სანტოსში დაბრუნება ჩაშალა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. საუბარია იმდროინდელ სკანდალზე, როცა ბრაზილიელი იტალიაში თამაშობდა.

პარასკევს გამოქვეყნდა ახალი დეტალები 2013 წლის საქმიდან, რომლის გამოც რობინიოს პირველ ინსტანციაში განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ, სანტოსმა გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაშალა - წინა შაბათს გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა!

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • მილანი

36 წლის რობინიომ, რომელიც კარიერის დასაწყისში სანტოსთან ერთად ორჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, რეალში, მანჩესტერ სიტისა და მილანში თამაშის შემდეგ, ცოტა ხნის წინ სტამბოლის ბაშაქშეჰირთან ერთად კლუბის ისტორიაში პირველად მოიგო თურქეთის ჩემპიონატი.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სანტოსში დაბრუნების შემდეგ სიმბოლურ ხელფასზე აპირებდა თამაშს. თვეში მას 230 ევრო უნდა მიეღო, თუმცა კლუბმა გარანტია მისცა, რომ 10 მატჩის შემდეგ ბონუსის სახით 45 000 ევროს მიიღებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები