Thumbnail
  • თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა
  • 28 წლის ქართველმს ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს

საქართველოს ნაკრების და ანორთოსისის ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარგადაა და სათამაშოდ მზად არის. სამედიცინო გამოკვლევის პასუხებით გაირკვა, რომ თორნიკეს მცირე ტრავმა აღარ აწუხებს და ჯანმრთელია.

goal.philenews.com იტყობინება, რომ ანორთოსისის სამედიცინო შტაბმა 28 წლის ფეხბურთელს თამაში უფლება მისცა, რადგან სერიოზული არაფერია და ახლა თემურ ქეცბაიამ უნდა გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა მას ნეა სალამინას წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში.

თორნიკემ მცირე ტრავმა საქართველოს ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო და სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში ვერ მოახერხა.

ანორთოსისი ნეა სალამინას 17 ოქტომბერს დაუპირისპირდება. კვიპროსული მედიის ცნობით, გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. ოქრიაშვილმა მიმდინარე სეზონში კლუბში 5 მატჩში თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ნაკრებში სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებულ 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები