Thumbnail
  • შტეფან ეფენბერგს ჰანსი ფლიკი იოახიმ ლიოვის შემცვლელად მიაჩნია
  • ლეგენდარული ნახევარმცველის აზრით, ეს ყველაზე ლოგიკურია

გერმანული ფეხბურთის და მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა შტეფან ეფენბერგი მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ბავარიული გრანდის დამრიგებელმა, ჰანსი ფლიკმა უნდა შეცვალოს.

“დარწმუნებით ვიტყოდი, რომ ის მალე გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. ფლიკი ლიოვის შემცვლელად - ეს ლოგიკური იქნება. ჰანსი კარგად იცნობს გარემოს და გუნდს, ის იქაც კარგად მუშაობდა მწვრთნელად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება,” - განაცხადა ეფენბერგმა.

იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის. ფლიკი 2006-დან 2014 წლამდე მისი ასისტენტი იყო. სწორედ ლიოვის და ფლიკის ხელმძღვანელობით გახდა ბუნდესგუნდი 2014 წელს გერმანიის ჩემპიონი.

ბოლო დროს მთელი საფეხბურთო გერმანია ლიოვს აკრიტიკებს. გერმანიაში ქვეყნის პირველი გუნდის თამაში და შედეგები არ მოსწონთ. თუმცა ფლიკი ყველა ინტერვიუში ლიოვს მხარს უჭერს და ამბობს, რომ მისი აზრით, ზაფხულმდე გერმანია ყველაფერს გამოასწორებს და ევროპის ჩემპიონატზე თავს კარგად წარმოაჩენს. “ლიოვმა დაიმსახურა ნდობა და მხარდაჭერა. იგი გენიალური მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია,” - ამბობს ბაიერნის მწვრთნელი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰოფენჰაიმი
  • ფრე
  • დორტმუნდი

ლიოვის გადადგომა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ოლაფ ტონმაც მოითხოვა: “მას დიდი დამსახურებები აქვს, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, 16 წელია მუშაობს და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ 2016 წლის შემდეგ გერმანიის ნაკრებს რეგრესი აქვს. მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორედ ის დრო იქნება, როცა ბუნდესგუნდი უფრო ახალგაზრდა სპეციალისტმა უნდა ჩაიბაროს.”

თუკი 2021 წლის ზაფხულში იოახიმ ლიოვი თანამდებობას მართლაც დატოვებს, ფლიკი ამ დროს დიდი ალბათობით თავისუფალი არ იქნება. ბაიერნის ტრიუმფატორ მწვრთნელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

შტეფან ეფენბერგს ასევე მიაჩნია, რომ თომას მიულერი და ჟერომ ბოატენგი სასწრაფოდ გერმანიის ნაკრებში უნდა დაბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები