Thumbnail

ზლატანის მორიგი გოლი, იბრამ გელექსის მოაგებინა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩიკაგო 0:1 ლოს ანჯელეს გელექსი.
  • ეშლი კოულის საგოლე პასი და ზლატანის გოლი.
  • გელექსი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ჩიკაგომ ტოიოტა პარკზე გელექსის უმასპინძლა და 1:0 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ზლატანმა 45-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა. შვედმა გოლი ეშლი კოულის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.

ზლატანმა MLS-ში მესამე გოლის გატანა მოახერხა. იბრაჰიმოვიჩმა მანამდე ლოს ანჯელესთან დერბიში, რომელიც მისთვის MLS-ში სადებიუტო იყო, დუბლის შესრულება მოახერხა.

გელექსის 6 მატჩის შემდეგ 10 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. ზლატანსა და მის თანაგუნდელებს მომდევნო მატჩი ატლანტა იუნაიტედთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები