Thumbnail

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ანტუან გრიზმანის კრიტიკას უპასუხა. როგორც იცით, 29 წლის ფრანგმა ოთხშაბათს, ხორვატიასთან გატანილი გოლისა და მოგებული თამაშის შემდეგ კუმანისადმი პროვოკაციულად აღნიშნა, რომ დიდიე დეშამმა ზუსტად იცის, რომელ პოზიციაზე უნდა ათამაშოს გრიზმანი.

“ყველას აქვს, უფლება, თქვას, რაც სურს. გუშინ ანტუანს ვესაუბრე - ოღონდ იმიტომ, რომ ეს მე მინდოდა და არა იმის გამო, რაც ოთხშაბათს თქვა,” - აღნიშნა კუმანმა პარასკევს, ხეტაფესთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამოკითხვა

გაუტანს ლეო მესი FE-ს?

  • კი
  • არა

ბარსას ახალი მწვრთნელი გრიზმანს უმეტესად მარჯვნივ ათამაშებს, ცენტრში კი ფილიპე კოუტინიოს და ლეო მესის. საფრანგეთის ნაკრებში ანტუანს უმეტესად ცენტრალური შემტევის პოზიციაზე ათამაშებენ, კუმანი კი ფრანგს ამას ვერ პირდება: “მე მას ვუთხარი, რომ გუნდისთვის საუკეთესო მინდა და ვიცი, რომ მას მარჯვნივ თამაში შეუძლია. მახსენდება ნიდერლანდებისა და საფრანგეთის ნაკრების მატჩი, მაშინ მან ნაკრებშიც მარჯვნივ ითამაშა. გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.”

კუმანი: 'არცერთ ფეხბურთელს არ ვთხოვ, ითამაშოს იქ, სადაც არ უთამაშია'

კუმანმა ფრანგი ფეხბურთელი შეაქო კიდეც და აღნიშნა, რომ გრიზმანი კარგად ვარჯიშობს და ძალიან დისციპლინირებულიას. 57 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მას გრიზმანთან არანაირი პრობლემები არ აქვს, თუმცა დაამატა: “არცერთ ფეხბურთელს არ ვთხოვ, ითამაშოს იქ, სადაც არ უთამაშია. ასე არც გრიზმანის შემთხვევაში ვიქცევი, რადგან მას მართლაც შეუძლია მარჯვნივ თამაში. მესმის, რომ მას სხვა პოზიციაზე ყოფნა ურჩევნია, მაგრამ ჩვენ ორი “ათიანით” ვერ ვითამაშებთ!”

ანტუან გრიზმანი ლა ლიგაში ბარსელონას სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც კატალონიურ გრანდში 2019 წელს, მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა, ჯერ ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები