Thumbnail

'კოვიდ-19 ლაბორატორიაში შექმნეს' - პერინმა კორონავირუსზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მატია პერინმა კორონავირუსი დაამარცხა
  • იტალიელი მეკარე ფიქრობს, რომ კოვიდ-19 ლაბორატორიაში შექმნეს

ჯენოას მეკარე მატია პერინი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მაგრამ დაავადების დამარცხება მოახერხა და რამდენიმე დღის წინ ვარჯიში განაახლა. იტალიელმა კიპერმა საკუთარი გამოცდილებით კოვიდ-19-ზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ღამურიდან არ გავრცელებულა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • მილანი

პერინი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი უსინდისო ადამიანებმა ლაბორტატორიაში შექმნეს და ის საშინელი დაავადებაა.

მატია პერინი: "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ლაბორატორიაში დაიბადა და არა ფრინველის გადაცემის შედეგად. ისინი უსინდისო ადამიანები არიან. როგორ დავიფინცირდი? ნაპოლი-ჯენოას მატჩისწინა კვირა იყო, 21 სექტემბერს ტურინში წავედი ჩემი მეუღლისა და შვილების სანახავად, ორშაბათი იყო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კორონავირუსი იმ დღეს დამემართა. მომდევნო ოთხშაბათს ტესტები გვქონდა, როგორც ჩვეულებრივ. ხუთშაბათ დილით პასუხი მოვიდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ საღამოს სიცხე მქონდა.

პასუხისმგებლობას რატომ უნდა ვგრძნობდე? ეს არის არაადეკვატური დაავადება, მისი მიღება ტაქსიში შეგიძლია, ან ლიფტის ღილაკზე თითის დაჭერით. ჩემს ოჯახში ყველას შედეგი უარყოფითია. სიმართლე ისაა, რომ 10 საათში სურათი იცვლება, სპეციალისტებმაც კი არ იციან ბევრი რამ კოვიდ-19-ის შესახებ. ნათელია, რომ იუვე-ნაპოლის ქაოსი ჯენოას გამო არ დაწყებულა.

პერინმა კორონავირუსი დაამარცხა და უკვე ივარჯიშა

წესებს ვიცავთ, დისტანციასაც, მაგრამ ცხადია, მოედანზე კონტაქტი გვექნება, ეს გარდაუვალია. რატომ მოხდა ეს ჯენოაში? შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მადრიდის რეალი, იუვენტუსი ან ინტერი ვიყოთ, უფრო მეტ პატივს გვცემდნენ. დაავადება არასდროს არის შეცდომა, არამედ მოვლენა, რომელიც ადამიანს ემართება. ჩვენს შესახებ უპატივცემულო კომენტარები წავიკითხე. კრიშტიანო რონალდო თანაგუნდელებთან ნიღბის გარეშე სელფებს იღებდა, ის დაინფიცირდა, ტრამპიც დაინფიცირდა. კოვიდ-19 სასიკვდილოა და მას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

ამის მიუხედავად, ფეხბურთი უნდა გაგრძელედეს. ჩემს მშობლებს ლატინას პოპულარულ უბანში ბარი ჰქონდათ, სადაც ხალხი იკრიბებოდა და მათთან ერთად გავიზარდე, ისინი გამუდმებით ფეხბურთზე საუბრობდნენ და მივხვდი, რას წარმოადგენს ეს უამრავი ადამიანისთვის.

ჩვენ ახალგაზრდები ვართ, მომზადებული სპორტსმენები და კორონავირუსისგან ადვილად ვინკურნებით, მაგრამ ეს არის საშინელი და ეშმაკური მხეცი. ვიცრუებ, თუ ვიტყვი, რომ პანიკა არ მქონია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჯენოას პერსონალს, მენეჯერებს, დოქტორ პიერო გატოს, რომელიც ასევე დაავადებული იყო და რეკომენდაციებს სახლიდან გვაძლევდა".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • კროტონე
  • ფრე
  • იუვენტუსი

შეგახსენებთ, რომ ჯენოაში კორონავირუსის ეპიდემია დაახლოებით 3 კვირის წინ გავრცელდა და 15 ფეხბურთელი დაინფიცირდა, რის გამოც ტორინოსთან ორიკვირის წინანდელი მატჩი გადაიდო. ამ ეტაპზე გენუურ გუნდში 7 ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები