Thumbnail
  • 📅 18 ოქტომბერი | ⌚ 20:30 | ⚽ ლოკომოტივი V დინამო თბილისი | 📺 SILK UNIVERSAL
  • ეროვნული ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომელსაც ორივე გუნდი შემორჩა
  • დინამოს ჩემპიონობა უნდა, ლოკოს - მინიმუმ ევროზონაში მოხვედრა
  • მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Silk Universal შემოგთავაზებთ 

საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ლოკომოტივსა და დინამო თბილისს შორის გაიმართება. თბილისური დერბი ყოველთვის გამორჩეული დაპირისპირებაა და ახლაც არაა გამონაკლისი. მითუმეტეს, რომ ორივე გუნდს სატურნირო ცხრილში თავიანთი ამოცანა-დავალებები აქვთ შესასრულებელი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლოკომოტივი
  • ფრე
  • დინამო თბილისი

ლოკომოტივი ბოლოდროინდელი კარგი თამაშის ფონზე კარგ ხასიათზეა, დინამო თბილისს კი არასტაბილური მდგომარეობა აქვს და ეროვნულ ლიგაში ლიდერობაც დაკარგა. მართალია, ისე, რომ საბურთალოსთან არ უთამაშია (მატჩი გადაიდო), მაგრამ მაინც - ფაქტია, ჩისკოს გუნდში ბევრი რამ გამოსასწორებელია.

ორივე გუნდი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპამდე მივიდა. საერთოდ, ევროსეზონი ორივეს რადიკალურად განსხვავებული ჰქონდა. გიორგი ჭიაბრიშვილის ლოკომოტივმა თუ რუმინული კრაიოვა უნივერსიტატეასა და მოსკოვის დინამოს ძლევით გულშემატკივრებს დიდი სიხარული აჩუქა, დინამომ პირიქით - ფარერებზე სირცხვილი იწვნია და იმედგაცრუება გამოიწვია. სხვათა შორის, სწორედ კლაკსვიკთან მატჩი იყო ბოლო, რომელიც დინამომ ჩაატარა (თუ არ ჩავთვლით სპარინგს თელავთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ 2:1 მოიგო).

დინამომ ბოლო ოფიციალური თამაში 1 თვის წინ მოიგო

დინამო თბილისს მიმდინარე სეზონში ერთადერთი ამოცანა აქვს - ჩემპიონობა, რადგან საქართველოს თასს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა. ამჟამად, დედაქალაქური გუნდი დინამო ბათუმს ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. მიუხედავად ამისა, სეზონის დასრულებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება (და ბევრი ნამდვილად აღარ რჩება), თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. სხვათა შორის, უშუალოდ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისს ბოლო 5 თამაში არ წაუგია და საერთოდაც, სეზონში ერთხელ დამარცხდა (დილასთან 1:2).

თბილისის ლოკომოტივის მიზანი კი ამ ეტაპზე ევროზონაში მოხვდერაა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს არც ჩემპიონობისთვის შანსი დაუკარგავს. ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულაა, პრობლემა ისაა, რომ ლიდერსა და ლოკოს შორის კიდევ 3 გუნდი იყმოფება და ამიტომ ძნელი იქნება. თბილისურმა გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ვითარება გამოიკეთა და ბოლო 4 თამაშში 10 ქულაც დააგროვა, რამაც ევროზონასთან ერთადერთ ქულაში მიახლოვების შესაძლებლობა მისცა.

ლოკომოტივს ისტორიული ევროსეზონი ჰქონდა

ლოკომოტივს მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მცველი ნიკა სანდოხაძე ვერ დაეხმარებიან, რადგან ორივე დინამოს საკუთრებაა და თამაშის უფლება არ აქვთ.

მონხილი: წინ 7 ფინალი გველის

თეიმურაზ შონია (ლოკომოტივის ფეხბურთელი): "მართალია, ჩვენი ბევრი ფეხბურთელი ასაკობრივ ნაკრებებში იყო გამოძახებული და სრული შემადგენლობით გუშინ შევძელით ვარჯიში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენეთ და მზად ვართ დინამოსთან თამაშისთვის. განწყობა გუნდში ძალიან კარგია, ვემზადებით თამაშისთვის, ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. ევროზონასთან ძალიან ახლოს ვართ და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მომავალ წელსაც ვითამაშოთ საერთაშორისო ტურნირზე. წელს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ყველას გვინდა იგივე ემოციების განცდა და უფრო მეტ წარმატებას რომ მივაღწიოთ. დარჩენილ ტურებში, მაქსიმუმის მიღწევას შევეცდებით და დანარჩენი, სეზონის ბოლოს გამოჩნდება".

'საქართველოს ნაკრებს პლეი ოფის ფინალში გასვლას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ' - ვიქტორ მონხილი

ვიქტორ მონხილი (დინამო თბილისის ფეხბურთელი): "სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენთვის პირველი თამაშია და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საქართველოს ნაკრებს ფინალში გასვლა და იქაც ვუსურვო წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენთვის ლოკომოტივთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია თავისი დატვირთვით, დაახლოებით ნახევარფინალებს შევადარებდი. გუნდი დიდი მონდომებით ემზადება, ვიცით, რომ ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში. დარჩენილ შვიდ ფინალში განსაკუთრებული კონცენტრაციაა საჭირო. ვფიქრობ, 100%-ით მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში დინამოს რიგებში ეროვნულ ლიგაში დებიუტი მექნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტიტული შევინარჩუნოთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო თბილისს ეროვნულ ლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ლოკომოტივს - ოთხი.

⚽ დინამომ ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. უკანასკნელი გამარჯვება ჩისკოს გუნდმა ზუსტად 1 თვის წინ ევროპალიგაზე ქონაჰთან მოიპოვა.

⚽ დინამოს ზემოხსენებული 5 თამაშიდან 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლოკომოტივმა უკანასკნელი 5 მატჩიდან 3-ჯერ იმარჯვა და 2-ჯერ წააგო. 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივემ გაიტანა.

⚽ დინამოსა და ლოკომოტივის ბოლო 5 შეხვედრაში ფრე არ დაფიქსირებულა. ამ 5 მატჩიდან 3 დინამომ მოიგო და სამივე დიდი ანგარიშით - 4:0, 6:0, 4:0. ორჯერ კი ლოკომ მიაღწია წარმატებას (3:1, 1:0).

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

⚽ ამ გუნდების ბოლო 20 დაპირისპირებიდან 11 დინამომ მოიგო, 6 ლოკომოტივმა და 3-ჯერ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

⚽ ლოკომოტივის თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე 5 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა, ხოლო ნახევარმცველი ბექა დარმცელია 4 საგოლე პასით ამ კომპონენტში საუკეთესოა. მეორეს მხრივ, როინ კვასხვაძეს ლიგაში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი აქვს (7).

⚽ ლოკომოტივს შინ 8 ქულა აქვს მოპოვებული და სანამ ბოლო მატჩში ჩიხურას არ დაამარცხებდა (4:1), მანამდე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

⚽ დინამო თბილისი სტუმრად კარგად თამაშობს და შესაძლო 18 ქულიდან 14 მოიპოვა (4 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება).

სავარაუდო შემადგენლობები

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია - გაბაძე, ანდრონიკაშვილი გურეშიძე, უბილავა - დარცმელია, შონია - თ. კირკიტაძე, იმრანი, იაკობიძე - სიხარულიძე

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე - ქარდავა, პაპავა - პერნამბუკუ, ზარია, ქავთარაძე - გაბედავა
ტრავმა: კაპანაძე

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები