Thumbnail
  • ლეიკერსი ჩემპიონია, მაგრამ როგორია მისი მომავალი?
  • ლოსანჯელესელთა ლეგენდამ გუნდში ლუკა დონჩიჩი ისურვა

ლუკა დონჩიჩმა დალას მავერიკსში ორი შესანიშნავი სეზონი გაატარა. სლოვენიელი ჯერ წლის ახალბედად აღიარეს, გასულ სეზონში კი გუნდი პლეი ოფში გაიყვანა და MVP-ის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

კალათბურთის მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები 21 წლის დონჩიჩის მისამართით საუკეთესო ეპითეტებს არ იშურებენ. ერთ-ერთი მათგანი ლეიკერსის ლეგენდა მეჯიქ ჯონსონია.

“ლუკა, წამოდი ლეიკერსში! მომწონს ეს გამოთქმა და ეს ამბავი,” - განაცხადა მეჯიქმა ESPN-ის ეთერში, როდესაც First Take-ის მოდერატორ მაქს კელერმანთან ერთად ლეიკერსის ჩემპიონობის შესახებ საუბრობდა.

მაქსი და მეჯიქი ლოსანჯელესური გრანდის მომავლის შესახებ საუბრობდნენ, უფრო კონკრეტულად კი იმაზე, რომ ენტონი დევისს მალე გვერდით ახალი სუპერვარსკვლავი დასჭირდება, თუკი ლებრონ ჯეიმსი უახლოეს წლებში კარიერას დაასრულებს. სწორედ ამ თემაზე საუბრის დროს ახსენა კელერმანმა დონჩიჩი, რაზეც მეჯიქმა აღფრთოვანებული სახით და გაბრწყინებული თვალებით უპასუხა.

ლუკა დონჩიჩი დალაში მესამე წელია, თამაშობს. სხვადასხვა ოპციებით მავერიკსს მისი შენარჩუნება ჯერჯერობით შეუძლია, თუმცა 2022 წლის ზაფხულში სლოვენიელი შეიძლება ე.წ. ლიმიტირებული თავისუფალი აგენტი გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები