Thumbnail

'ძვლები მტკიოდა' - ვალენტინო როსის კორონავირუსი აქვს

  • ვალენტინო როსი არაგონის გრან პრის გამოტოვებს
  • 41 წლის იტალიელს კორონავირუსი მესამე ტესტით დაუდასტურდა

მოტოსპორტის იტალიელ ლეგენდა ვალენტინო როსის კორონავირუსი დაუდასტურდა და ის არაგონის გრან პრის გამოტოვებს. იტალიელმა ინფორმაცია ინსტაგრამის ოფიციალური გვერდით გაავრცელა.

''სამწუხაროდ, დილით თავი ცუდად ვიგრძენი. ძვლები მტკიოდა და სიცხე მქონდა. მაშინვე ექიმს დავურეკე. სწრაფი ტესტი ჩამიტარეს, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. მეორე ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა საღამოს კიდევ ერთი ტესტი გავიკეთე, რომლითაც კორონავირუსი დამიდასტურდა.

გული მწყდება, რომ არაგონის გრან პრის გამოვტოვებ. ახლა თვითიზოლაციაში ვარ. სიტუაციას ვერ შევცვლი და ვიცავ სამედიცინო რეკომენდაციებს. იმედი მაქვს, რომ მალე კარგად ვიქნები'', - წერს იტალიელი ინსტაგრამის გვერდზე.

41 წლის იტალიელი მრბოლელი კარიერის დასრულებას ფიქრობდა, თუმცა აღნიშნა, რომ კარიერის ასე დასრულება არ სურდა. შეგახსენებთ, რომ როსი 9-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები