Thumbnail

კლიპერსში დოკ რივერსის შემცველელი ცნობილია, ასისტენტიც 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

The Athletic-ის შემს შარანიამ, მას მერე, რაც ენტონი დევისის ლეიკერსში დარჩენა დააანონსა, მორიგი სიახლე შემოგვთავაზა - მისი მტკიცებით, გადაწყვეტილია, რომ ლოს ანჯელეს კლიპერსს ტაირონ ლიუ გაწვრთნის, მისი მთავარი ასისტენტი კი ჩონსი ბილაპსი იქნება. არადა, ახლახან ადრიან ვოინაროვსკი ამტკიცებდა, რომ ლიუს ინტენსიური მოლაპარაკება აქვს გამართული ჰიუსტონ როკიტსთან. 

ტაირონ ლიუმ კავალიერსი 2015/16 წლის ჩემპიონი გახადა, შემდეგი ორი სეზონი კლივლენდი ფინალში დამარცხდა. შემდეგ ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში გადავიდა, ხოლო ლიუ 2018/19 წლების სეზონის საშინელი სტარტისთვის მოხსნეს. ლიუ პოსტზე დოკ რივერსს შეცვლის, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე გაათავისუფლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები