Thumbnail

'არაფრის საშუალება არ მქონდა' - გურამ ქუთათელაძის კომენტარი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ქართველ მებრძოლ გურამ ქუთათელაძეს, რომლის დებიუტიც UFC-ში 17 ოქტომბერს შედგება, RT Sport MMA-ს ჟურნალისტი ესაუბრა. ქუთათელაძემ აღნიშნა, რომ პოლონელ მატეუშ გამროტთან ბრძოლას დიდი ხანი ელოდა და ეს მისი შანსია.

ქუთათელაძემ საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამშობლოში დაბრუნება ძალიან უნდოდა, რადგანაც აინტერესებდა, როგორი ხალხი ცხოვრობდა მის ქვეყანაში. გურამმა UFC-ს ამომავალ ვარსკვლავზე, ხამზატ ჩიმაევზეც ილაპარკა. ქუთათელაძის აზრით, ჩიმაევს კიდევ უფრო მეტი შეუძლია და ამას მალე დაამტკიცებს.

გურამ ქუთათელაძე: ამ ბრძოლას დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. ნებისმიერ დროს მზად ვიყავი ასეთი გამოწვევისთვის. ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენ შანსი გვქონდა. ჩვენ ახლა აქ ვართ და ბრძოლისთვის ვემზადებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მეტოქესთან მიწევს ბრძოლა. ის დაუმარცხებელიa, რაც მოტივაციას მმატებს.

გასაგებია, რომ ხამზატთან მეგობრობის გამო, ხალხი ჩემგანაც საინტერესო ბრძოლას ელის. მე ვაგრძელებ ვარჯიშს და არ ველოდები დიდ ყურადღებას. ჩვენ დარბაზში შევხვდით ერთმანეთს. მას 3 წელია ვიცნობ. ერთად ბევრი სპარინგი ჩავატარეთ. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ერთ ოთახში. ერთად ვემზადებოდით ბრძოლებისთვის. ის ძალიან მაგარი მებრძოლია. ხამზატი მაღალ დონეზე ავიდა, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია.

როცა მე დავიბადე, საქართველოში ომი იყო. ჩემი ოჯახი რუსეთში გადავიდა. გავიზარდე რუსეთში და იქ დავიწყე კარიერა, რის შემდეგაც სამშობლოში დავბრუნდი.

მაინტერესებდა, როგორ ხალხი ცხოვრობდა იქ, როგორი იყო ჩემი მშობლიური ენა. იქ რამდენიმე წელი გავატარე, რის შემდეგაც შვედეთში გადავედი. არ მყავდა მწვრთნელი, არ მქონდა საშუალება კლუბში ვარჯიშის. მარტოს უნდა გამეტანა თავი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 5 წლის განმავლობაში ბრძოლა არ წამიგია და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებ.

კომენტარები

ბოლო ამბები