Thumbnail
  • ხამზატ ჩიმაევმა UFC-ში გურამ ქუთათელაძის შანსებზე ისაუბრა
  • მან ქართველ მებრძოლთან ერთად გატარებული დრო გაიხსენა

ხამზარ ჩიმაევმა RT Sport MMA-სთან ინტერვიუში ბევრ თემაზე ისაუბრა. მან გაიხსენა, თუ როგორ უჭირდა კარიერის სტარტზე და როგორ ცხოვრობდა საუკეთესო მეგობართან ერთად. ჩიმაევი ამბობს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი გურამ ქუთათელაძეა. ქართველი მებრძოლი, რომელსაც UFC-ში დებიუტი 17 ოქტომბერს ექნება, პოლონელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდება. ჩიმაევმა გურამის შანსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლი მეტოქეს აუცილებლად დაამარცხებს.

გამოკითხვა

  • მატეუშ გამროტი
  • გურამ ქუთათელაძე

ხამზატ ჩიმაევი: "ბედნიერი ვარ ''მებრძოლთა კუნძულზე'' დაბრუნებით. ჩემი კარიერა სწორედ აქ დაიწყო და მე ისევ აქ ვარ. ამ ივენთზე ჩემი საუკეთესო მეგობარი გურამი ჩხუბობს, რომელსაც ძლიერი მეტოქე ჰყავს, მაგრამ გურამი ჩემთან ერთად ვარჯიშობდა და ვიცი, მას რა შეუძლია. ის აუცილებლად მოიგებს. მე მოჭიდავე ვიყავი და ვიცი, რომ გურამს ამ მეტოქის დამარცხება შეუძლია.

3 წელზე მეტია, გურამს ვიცნობ. ჩვენ სპორტდარბაზში ვცხოვრობდით, ერთად ვჭამდით, ვვარჯიშობდით, ოჯახივით ვართ. დარბაზში ვცხოვრობდი, რადგანაც ბინის დაქირავების საშუალება არ მქონდა. თანხა მხოლოდ საჭმელზე მყოფნიდა, მაგრამ იყო დრო, როდესაც საჭმლის ფულიც არ მქონდა და ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ. გურამიც ზუსტად ასე იყო. სახალისოა, როდესაც ინტერვიუებზე მეპატიჟებიან. ძალიან მომწონს ეს პროცესი." 

3 ბრძოლა და 3 მოგება - ასეთია შვედეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ ჩიმაევის შედეგი UFC-ში. რუსეთში დაბადებულმა სპორტსმენმა ყველა გააკვირვა, როდესაც სამივე ბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულა და მეტოქეები უშანსოდ დატოვა. მან პირველად 15 ივლისს ჯონ ფილიპსს წუთსა და 12 წამში მოუგო. 10 დღეში ხამზატმა რის მაკკის ბრძოლა მეორე რაუნდში დაუმთავრა, ხოლო 19 სექტემბერს გამართული ბრძოლა საერთოდ 17 წამში მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები