Thumbnail

'მიყვარხარ და მენატრები, ჩემპიონო' - ლებრონის ემოციური მიმართვა კობის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს 2019-2020 წლების სეზონში გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი დადო და ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელს, აწ გარდაცვლილ კობი ბრაიანტს მიმართა.

“იმედი მაქვს, იმის საფუძველი მოგეცი, რომ იამაყო, ჩემო ძმაო! მიყვარხარ და მენატრები, ჩემპიონო!”, - დაწერა ლებრონმა ინსტაგრამის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ლეიკერსმა NBA-ს მე-17 ჩემპიონობა იზეიმა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ფინალური სერია მაიამი ჰითს 4:2 მოუგო და ტიტულების რაოდენობით ბოსტონ სელტიკსს გაუთანაბრდა. ეს ლოსანჯელესელთა პირველი ჩემპიონობაა 2010 წლის შემდეგ - მაშინ ლეიკერსმა ფინალში ბოსტონი დაამარცხა, MVP კი სწორედ ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტი გახლდათ. სწორედ ამიტომ, საფინალო სირენის შემდეგ ლებრონმა რამდენჯერმე მიმართა ხელები ცისკენ - ცხადია, ის ამ მომენტში კობიზე ფიქრობდა.

41 წლის კობი ბრაიანტი, მისი 13 ქალიშვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი, 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ლოს ანჯელეს ლეიკერსის სახელოვანმა კალათბურთელმა, რომელიც 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი და ორჯერ ფინალური სერიის MVP გახდა, კარიერა 2016 წელს დასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები