Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ტრავმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ორშაბათიდან ვარჯიშს დაიწყებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ 12 ნოემბერს საუკეთესო ფორმაში იყოს.

ოთარ კაკაბაძე: "მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ. მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე".

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაკაბაძემ ტრავმა ბელარუსთან 1 კვირის წინ მიიღო და ამის გამო სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩები გამოტოვა.

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 4 ტურის თავზე ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს 6-6 ქულა აქვთ და ლიდერობას ინაწილებენ. სომხეთის ნაკრებს - 5, ხოლო ესტონეთს 2 ქულა აქვს. კონკრეტულად ერთა ლიგის მომდევნო ტურში 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები - სომხეთს, ჩრდილოეთ მაკედონია კი ესტონეთს უმასპინძლებს. 12 ნოემბერს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩია - თბილისში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვებული ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა.

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები