Thumbnail

'ან დაიღალა ანაც ძალიან მთვრალი იყო' - ტაისონის უცნაური ჩართვა ITV-ზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარული მოკრივის სატელევიზიო შოუში სტუმრობა განხილვის მიზეზი გახდა
  • მოგვიანებით, მაიკ ტაისონმა სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა

კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაიკ ტაისონს უცნაური ჩართვა ჰქონდა ბრიტანულ ტელეკომპანია ITV-ს ეთერში. ლეგენდარული მოკრივე გადაცემას "დილა მშვიდობის, ბრიტანეთო" სტუმრობდა, თუმცა, შენელებული კადრივით მოქმედებდა, რამაც მაყურებლებში სხვადასხვა სახის ეჭვები აღძრა.

ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ასეთი მინაწერი აქვს: “ტაისონი ან ძალიან დაღლილი იყო ანაც ძალიან მთვრალი”.

მოგვიანებით, “რკინის მაიკმა” სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა და თავისი მდგომარეობა ცოტა ბუნდოვნად ახსნა:

“ვეცადე, ინტერვიუმდე წინა ღამეს გვიან დავწოლილიყავი, თუმცა, მაინც ჩამეძინა. ძილი კი ისეთი ვიცი, როგორც ლომმა, ჩემი გაღვიძება ძალიან რთულია. მე ბევრს ვვარჯიშობ და ადრე ვიძინებ. ბიჭებო, ჩართვის დროს მონიტორი არ მქონდა და თქვენ ვერ გხედავდით. ისიც დამავიწყდა, რომ კამერაში ჩამეხედა”.

მიმდინარე მაისის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 54 წლის ტაისონი რინგზე დაბრუნებას აპირებდა. მაიკმა ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, სადაც ამის შესახებ ისაუბრა. ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. “რკინის მაიკი” რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როდესაც ზედიზედ შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა – ბოლოს კევინ მაკბრაიდთან წააგო. არსებული ინფორმაციით, ტაისონი როი ჯონს ჯუნიორთან ჩხუბს აპირებს და ეს ბრძოლა 28 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები