Thumbnail
  • 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ესპანურ ოვიედოს დაუბრუნდა
  • გიორგი აბურჯანია ლა ლიგა 2-ის მომავალ ტურში სათამაშოდ მზადაა

გიორგი აბურჯანია ოვიედოში დებიუტის მოლოდინშია. ქართველმა ფეხბურთელმა სომხეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები დატოვა და და ესპანურ კლუბს შეუერთდა, როგორც ეს მხარეებს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული.

25 წლის ფეხბურთელი ესპანეთში უკვე ოთხშაბათს იმყოფებოდა, მაგრამ ჯერ კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა, რომლის პასუხი უარყოფითი გამოდგა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა გუნდს.

აბურჯანიამ დღეს ბაზაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა და მთავარი მწვრთნელის ხოსე ანხელ ზიგანდას განკარგულებაშია.

გიორგი ოვიედოს ენსხედეს ტვენტედან შეუერთდა, მაგრამ ჯერ გუნდში სადებიუტო თამაში არ ჩაუტარებია. ოვიედო 18 ოქტომბერს, ჟირონას დაუპირისპირდება და ესპანური მედიის ვარაუდით, ქართველი ნახევარმცველის დებიუტიც შედგება. გიორგი აბურჯანიამ საქართველოს ნაკრებში სომხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები