Thumbnail

კობის აგინა და ძირს დაგდებულსაც ურტყეს - ინციდენტი საჩემპიონო ზეიმზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეიკერსის ფანებმა უცნობს ლეგენდის შეურაცხყოფა არ აპატიეს
  • როგორც HoopFriends წერს, დაზარალებულმა 'F**K Kobe' წამოიყვირა

ლოს ანჯელეს ლეიკერსის გულშემატკივრებმა საჩემპიონო ზეიმის დროს ადამიანი სცემეს, მიზეზი კი აწ გარდაცვლილი კობი ბრაიანტის შეურაცხყოფა გახდა.

ვიდეო სოციალურ ქსელში HoopFriends-მა გაავრცელა, მის მინაწერში კი ნათქვამია, რომ უცნობმა ბრაიანტს აგინა (თქვა "F**K Kobe"). ლეიკერსის მოზეიმე ფანებმა მას აღნიშნული არ აპატიეს და ძირს დაგდებულსაც ურტყეს.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ლეიკერსმა NBA-ს მე-17 ჩემპიონობა იზეიმა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ფინალური სერიის მეექვსე თამაში მაიამის 106:93 მოუგო და ტიტულების რაოდენობით ბოსტონ სელტიკსს გაუთანაბრდა.

ეს ლოსანჯელესელთა პირველი ჩემპიონობაა 2010 წლის შემდეგ - მაშინ ლეიკერსმა ფინალში ბოსტონი დაამარცხა, MVP კი სწორედ ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტი გახლდათ. სწორედ ამიტომ, საფინალო სირენის შემდეგ ლებრონმა რამდენჯერმე მიმართა ხელები ცისკენ - ცხადია, ის ამ მომენტში კობიზე ფიქრობდა.

41 წლის კობი ბრაიანტი, მისი 13 ქალიშვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი, 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ლოს ანჯელეს ლეიკერსის სახელოვანმა კალათბურთელმა, რომელიც 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი და ორჯერ ფინალური სერიის MVP გახდა, კარიერა 2016 წელს დასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები