Thumbnail

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო იყო. 19 წლის შემტევმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოცნება აიხდინა, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს მოეგო.

ხვიჩა კვარაცხელია: "მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით. როდესაც ნაკრებში იტან გოლს, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის. 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება".

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 4 ტურის თავზე ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს 6-6 ქულა აქვთ და ლიდერობას ინაწილებენ. სომხეთის ნაკრებს - 5, ხოლო ესტონეთს 2 ქულა აქვს. კონკრეტულად ერთა ლიგის მომდევნო ტურში 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები - სომხეთს, ჩრდილოეთ მაკედონია კი ესტონეთს უმასპინძლებს.

12 ნოემბერს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩია - თბილისში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვებული ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები