Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრების მატჩის (1:1) შემდეგ SPORTMEDIA-მ საფეხბურთო ექსპერტის ექსკლუზიური კომენტარი სთხოვა სკოპიეს ვარდარის თავკაც ალეკსანდარ ვასოსკის, რომელსაც აქ მოკლედ შემოგთავაზებთ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით დასრულდა

ალეკსანდარ ვასოსკი (ვარდარის მწვრთნელი): "საერთო ჯამში, ფრე ყველაზე რეალური შედეგი იყო ამ თამაშისთვის. სამწუხაროდ, წინა მატჩებისგან განსხვავებით მეტოქის კართან ბევრი ვერაფერი შევქმენით. ამის მიზეზი ის არის, რომ კოსოვოსთან მატჩის მერე ემოციურად გადავიწვით, შემდეგ იყო ესტონეთთან თამაშიც, რომელმაც ძალები წაიღო. ამას დავუმატოთ ადემის, ბარდი, ელმასის და სპოროვსკის არყოფნაც...

მათთან ერთად შეტევაში გაცილებით უკეთ ვთამაშობთ. ნიკოლოვმა ბევრი იწვალა, მაგრამ ისიც გადაღლილია. ასე რომ, შეტევაში რამე განსაკუთრებული არ გვინახავს. დიმიტრიევსკის ნაირი შეცდომები არ უნდა დავუშვათ, 10 კაცით დავრჩით მაშინ, როცა მატჩის მოგებაზე ვიწყებდით ფიქრს. 

საქართველო დაწინაურდა, მაგრამ ჩვენ გამოვავლინეთ ხასიათი. როგორც წესი, ადრე ასეთ მატჩებში ვაგებდით. 

ახლა ყურადღებით: საქართველომ აჩვენა, რომ სულაც არ არის იოლი მეტოქე. ჯოჯოხეთურად რთული იქნება თბილისში. ის მატჩი მაქსიმუმზე უნდა ვითამაშოთ და შეცდომა საერთოდ არ უნდა დავუშვათ. 

ჩემი აზრით, რაც დღეს ვნახე, შანსები კარგი გვაქვს, მაგრამ უკეთ უნდა ვითამაშოთ, უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენოთ. და ყველა საუკეთესო უნდა გვყავდეს".

40 წლის ალეკსანდარ ვასოსკი 2005-2011 წლებში ფრანკფურტის აინტრახტში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2013 წლიდან ის ვარდარში მუშაობს, ორი წელია, რაც მთავარი მწვრთნელია. მაკედონიის ნაკრებში მან 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა (2000-2008 წწ). 

კომენტარები

ბოლო ამბები