Thumbnail

ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს ესტუმრა და 1:1 ითამაშა. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს. სტატუს ქვო შენარჩუნდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიჩინა თავი. სოციალურ ქსელ რედიტში კვარაცხელიას გოლი ძალიან ბევრ ქომაგს მოეწონა. მათ ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კარში

Andartan21: რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო დრიბლინგი აქვს. ნამდვილად მომავალი ვარსკვლავია!

Ygurka: დაიმახსოვრეთ მისი სახელი, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.

Juniorkabananga: 19 წლის ასაკში საოცრად თამაშობს, აქამდე რომელიმე დიდი გუნდისთვის არ დაუკავშირებიათ?

Roshee1: ძალიან ლამაზი და SEXY გოლი იყო!

Auboorigin: საოცარი გოლი იყო და კარგი ფეხბურთელია. მაკედონიის პენალტი ნახეთ, რა ჯანდაბა იყო?

სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 4 ტურის თავზე ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს 6-6 ქულა აქვთ და ლიდერობას ინაწილებენ. სომხეთის ნაკრებს 5, ხოლო ესტონეთს 2 ქულა აქვს. კონკრეტულად ერთა ლიგის მომდევნო ტურში 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები სომხეთს, ჩრდილოეთ მაკედონია კი ესტონეთს უმასპინძლებს. 12 ნოემბერს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩია - თბილისში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მაკედონიის ნაკრებს შეხვდება და გამარჯვებული ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები