Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

სლოვაკი სპეციალისტი შედეგით იმედგაცრუებული დარჩა და გამოუყენებელ მომენტებს ხაზი გაუსვა, თუმცა აღნიშნა, რომ მომხდარი მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალია.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...თამაშის შეფასება: "ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან მაკედონია 10 ფეხბურთელით იყო და გოლი გაიტანა. პენალტზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ, რომ წესის დარღვევა არ ყოფილა. მთავარია, რომ ჩვენ კიდევ უნდა გაგვეტანა, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა. დამწუხრებულები ვართ, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება ერთ თვეში. შანსები თანაბარია, 50%-50%. სახლში ვითამაშებთ, ვნახოთ რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის გამო და დაუშვებენ თუ არა გულშემატკივრებს".

...გამოუყეებელი მომენტები: "ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ 6-7 მოთამაშე. პირველი ტაიმის შუაში მცირე პრობლემა გვქონდა, მაგრამ მე-2 ტაიმში უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული საგოლე შანსი გვქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ და ეს ჩვენი ბრალია".

...გორან პანდევზე: "უნდა ვთქვა, რომ გორან პანდევმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმის გამო, თუ როგორ ითამაშა მთელი მატჩი. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, ასეთ ასაკში როგორ თამაშობს, როგორ ფლობს ბურთს, როგორ მოძრაობს. ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ერთ თვეში გამოჩნდება, როგორ გავაჩერებთ მას."

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 4 ტურის თავზე ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს 6-6 ქულა აქვთ და ლიდერობას ინაწილებენ. სომხეთის ნაკრებს 5, ხოლო ესტონეთს 2 ქულა აქვს. კონკრეტულად ერთა ლიგის მომდევნო ტურში 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები სომხეთს, ჩრდილოეთ მაკედონია კი ესტონეთს უმასპინძლებს.

12 ნოემბერს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩია - თბილისში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვებული ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები