Thumbnail

ახალი ინფიცირებულები იტალიაში - პარმას 4 ფეხბურთელს კოვიდ-19 აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერია A-ში უკვე ბევრ ფეხბურთელს აქვს კორონავირუსი
  • რამდენიმე მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშაა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. საღამოს გავრცელებული ცნობების თანახმად, კოვბიდ-19 პარმას 4 მოთამაშეს დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ბოლო ტესტების შედეგებით, 4 დადებითი პასუხი გვაქვს. ინფიცირებულია 4 ფეხბურთელი. მათ შორის ერთს მსუბუქი სიმპტომები აქვს, დანარჩენებს კი სიმპტომები არ აქვთ. ოთხივე ფეხბურთელი იზოლირებულია, დირექტივების მიხედვით ვმოქმედებთ,” - ვკითხულობთ პარმას განცხადებაში.

გარდა ამისა, კლუბი გვატყობინებს, რომ კლუბის ყველა სხვა წევრის ტესტების შედეგები უარყოფითია. გუნდმა თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. უარყოფითი პასუხების მქონე ფეხბურთელებს შეუძლიათ ვარჯიში, მაგრამ სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ექნებათ. 

იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში პარმა უდინეზეს უნდა შეხვდეს. მატჩი 18 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

📋 მეტი ამ თემაზე

სერია A-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. როგორც იცით, ინფიცირებულია კრიშტიანო რონალდოც. საერთო ჯამში, ვირუსი 10 კლუბშია დაფიქსირებული - აქედან, ჯენოას სიტუაცია ყველაზე მძიმეა, რადგან იქ კორონავირუსი 14 ფეხბურთელს და 5 თანამშრომელს აქვს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაატარებს თუ არა ჯენოა კალენდარულ მატჩს ვერონასთან, რომელიც ორშაბათსაა დაგეგმილი.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მილანური დერბის ჩატარებაც, რომელსაც საფეხბურთო იტალია 17 ოქტომბერს ელოდება. საერთო ჯამში, მილანურ გრანდებს 8 ფეხბურთელი ჰყავთ ინფიცირებული - 6 ინტერს და 2 მილანს.

კომენტარები

ბოლო ამბები