Thumbnail
  • ფენერბაჰჩე 77:78 (69:69) ცსკა
  • თორნიკე შენგელია: 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სტუმრად ოვერტაიმში დაამარცხა საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ფენერბაჰჩე - 78:77 (69:69).

ქართველმა ფორვარდმა მატჩში 26:03 წუთი ითამაშა და ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 8 ქულა და 8 მოხსნა. მის ანგარიშზეა 1 პასი და 2 ჩაჭრაც. თორნიკემ ოთხივე სამქულიანი ააცილა და ბურთი ორჯერ დაკარგა. ცსკა-ს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, შემდეგ ტურში კი ბერლინის ალბას (16 ოქტომბერი) მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები