Thumbnail
  • ჩრდილოეთ მაკედონია 1:1 საქართველო
  • 12 ნოემბერს ამ გუნდებს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით

ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს ესტუმრა და 1:1 ითამაშა. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს. სტატუს ქვო შენარჩუნდა.

ორივე გუნდი ამ მატჩს დიდი დანაკარგებით შეხვდა. ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ დაიხმარა: ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორჩი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია. ვლადიმირ ვაისმა სასტარტოში არ დააყენა გუნდის 19 წლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საწყის წუთებზევე კუნთი გაიჭიმა ოთარ კიტეიშვილმა და მან თამაში ვეღარ გააგრძელა.

პირველი ტაიმი საკმაოდ უინტერესო გამოდგა, სტარტი სტუმრების იყო, თუმცა ტაიმის მეორე ნაწილი უკვე მაკედონიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათაც მხოლოდ ერთი მომენტი შექმნეს, გორან პანდევის თავური ლორიას კარს აცდა. 

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კარში

67-ე წუთზე თამაშის ხასიათი მაკედონიელთა მეკარის შეცდომამ შეცვალა - დიმიტრიევსკიმ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და მსაჯმა ის გააძევა. რიცხობრივ უპირატესობაში სტუმრები გააქტიურდნენ, ჯერ კვეკვესკირის დარტყმული მოხვდა ძელს, მალევე კი შეცვალზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სუპერგოლი გაიტანა. ეს 19 წლის ფეხბურთელის პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში.

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

85-ე წუთზე მაკედონიელთა კარში მეორე გოლი გავიდა, ნიკა კაჭარავამ ყაზაიშვილის დარტყმულს დაამატა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბოლო წუთებზე მაკედონიელებმა შეუტიეს, საქართველოს ნაკრებს კი კონტრშეტევებზე გოლების გატანის კარგი შანსები შეექმნა. უკვე კომპენსირებულ წუთებზე კი ლორიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გოლად აქცია. 

მომდევნო მატჩი ორივე გუნდს ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ აქვს და ის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ევრო 2020-ის ფინალში ხვდებიან. გამარჯვებული ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ჩრდილოეთ მაკედონია 1:1 საქართველო

გოლები: 0:1 კვარაცხელია (75), 1:1 ალიოსკი (91-პენ)

ჩრდ. მაკედონია (3-4-2-1): დიმიტრიევსკი - ზაიკოვი, ველკოსკი, რისტევსკი - რისტოვსკი (80. სტოიანოვსკი), ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი - პანდევი, ტრიჩკოვსკი (80. ველკოვსკი) - ნესტოროვსკი (71. შიშკოვსკი).

საქართველო (4-2-3-1): ლორია - ჯიღაური, კვერკველია, ტაბიძე, დვალი (90+1. ნავალოვსკი) - დაუშვილი (71. კვარაცხელია), კვეკვესკირი - გვილია, კიტეიშვილი (7. ლობჟანიძე), ყაზაიშვილი (90. კობახიძე) - ქვილითაია (71. კაჭარავა).

გაძევება: დიმიტრიევსკი (68)

კომენტარები

ბოლო ამბები