Thumbnail

დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის მე-4 ტურის მატჩს გამართავს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ - "ბრძოლა პირველი ადგილისთვის და უვერტიურა თბილისის დიდი ფინალისთვის", ასე უწოდა ამ დაპირისპირებას ერთ-ერთმა მაკედონიურმა გამოცემამ. 

ეს არის ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის შეხვედრა. ვინაიდან პირველი წრე დასრულებულია. საინტერესოა, ვნახოთ, რომელმა გუნდმა უკეთ გაიარა ის - გუნდებს 5-5 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი რაოდენობის გამო, (6:5 და 4:3) ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ლიდერია. ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილის ბედს (თანაბარი ქულების შემთხვევაში) ურთიერთშეხვედრები წყვეტს. 

ხვიჩა კვარაცხელია ჯგუფში I წრის საუკეთესო ფეხბურთელია
📷 | სფფ

ჩრდილოეთ მაკედონია პირველ ადგილზეა, მაგრამ whoscored.com-ს მიაჩნია, რომ ოდნავ უკეთ საქართველოს ნაკრები თამაშობს: ვლადიმირ ვაისის გუნდის საშუალო შეფასება 6.74-ია (10-ბალიანი სისტემით). ეს ჯგუფში საუკეთესო შედეგია. შემდეგ მოდიან: ჩრდილოეთ მაკედონია - 6.62; სომხეთი - 6.55 და ესტონეთი - 6.43.

საქართველოს უპირატესობები ჩრდილოეთ მაკედონიასთან

დარტყმები კარისკენ - 13.3 v 9
კარში დარტყმები - 5 v 3
ბურთის ფლობა - 55.9% v 52.6
დრიბლინგი - 15 v 12
პასების სიზუსტე - 85.2% v 82.1
მოგებული საჰაერო დუელები - 12.7 v 10.7

ჩრდილოეთ მაკედონიის უპირატესობები საქართველოსთან

გოლები: 6 v 4
ჯარიმები (მათ წინააღმდეგ) - 16.7 v 16
ორთაბრძოლები - 17.7  v 16.7
ჩაჭრები - 12.7 v 10.7

TOP 5 საუკეთესო. whoscored.com

საქართველო

8.13 - ხვიჩა კვარაცხელია
7.90 - ვაკო ყაზაიშვილი
7.20 - თორნიკე ოქრიაშვილი
7.10 - გიორგი ჩაკვეტაძე
7.01 - ნიკა კაჭარავა

მაკედონია

7.35 - სტეფან რისტოვსკი
7.34 - გიოკო ზაიკოვი
7.15 - კირე რისტევსკი
6.99 - ეზგიან ალიოსკი
6.96 - გორან პანდევი

როგორც ხედავთ, ვეტერანი და მაკედონიური ფეხბურთის ლეგენდა გორან პანდევი სულაც არ არის საუკეთესო გუნდში და სხვებისგანაც მოდის საფრთხე. სხვათა შორის, პანდევი დღეს 113-ედ მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს, რაც რეკორდულია ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისთვის.  
  

კომენტარები

ბოლო ამბები