Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიეში დაუპირისპირდება. მატჩამდე პრესკონფერენციაზე გიორგი ქვილითაიამ ისაუბრა, რომელიც ვლადიმირ ვაისთან ერთად წარსდგა ადგილობრივი მედიის წინაშე.

ქვილითაიამ თავიდან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალზე გააკეთა კომენტარი, შემდეგ კი ერთა ლიგის მატჩს შეეხო:

გიორგი ქვილითაია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "ჩვენს ქვეყანაში ზეწოლა დიდია. 30 წელი ველოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული საქმეა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე გავიდეთ. რაც შეეხება ერთა ლიგის ამ კონკრეტულ შეხვედრას, რთული თამაში იქნება, ისევე როგორც საქართველოში. მზად ვართ, 3 ქულა მოიპოვოთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ".

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 5-5 ქულით ჩრდ. მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 4, ესტონეთს კი 1 ქულ აქვს. უახლოესი დაპირისპირება გენერალური რეპეტიცია იქნება ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება და საქართველო სწორედ მაკედონიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები