Thumbnail

U21 | მეოთხე გამარჯვება - საქართველომ აზერბაიჯანი გულიაშვილის გოლით დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • U21 საქართველო 1:0 U21 აზერბაიჯანი
  • ვასილ მაისურაძის ნაკრები 12 ნოემბერს (15:00) სლოვაკეთს უმასპინძლებს

ახალგაზრდული ევრო 2021-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა გორში აზერბაიჯანს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 

ნუგზარ სპანდერაშვილი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნა, დარცმელია-ლაკვეხელიანი-გულიაშვილის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის თავურით დასრულდა. საბურთალოს 19 წლის შემტევმა გიორგი გულიაშვილმა 21-წლამდელთა ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. როგორც აღმოჩნდა, ეს ერთადერთი გოლი იყო თამაშში.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 9 მატჩის მერე 12 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ვასილ მაისურაძის გუნდს 12 ნოემბერს აქვს, შინ სლოვაკეთის ნაკრების (9 ქულა 8 მატჩის შემდეგ) წინააღმდეგ. 

U21 საქართველო 1:0 U21 აზერბაიჯანი

გოლი: 1:0 გულიაშვილი 42'

U21 საქართველო: მამარდაშვილი - სილაგაძე (75. აზაროვი), ბურჯანაძე (82. ანდრონიკაშვილი), ლოჩოშვილი (68. გელაშვილი), კობოური, ლაკვეხელიანი - დარცმელია, კუცია (46. მექვაბიშვილი), სამურკასვოი, გულიაშვილი - სპანდერაშვილი (46. კუხიანიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები