Thumbnail

ოფიციალურად: სეზონის პირველი ელ კლასიკოს გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბარსელონა და რეალი ერთმანეთს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან
  • იქამდე კლუბები ორ-ორ შეხვედრას გამართავენ

ოფიციალურად 2020/21 წლების სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" ჩატარების ზუსტი თარიღი დადასტურდა. ბარსელონა მადრიდის რეალს "კამპ ნოუზე" შაბათს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე ლა ლიგის ეგიდით მიიღებს.

ზინედინ ზიდანი და რონალდ კუმანი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კიკე სეტიენი შეცვალა და "ელ კლასიკოს" ბარსელონა ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდება.

კატალონიურმა და მადრიდულმა გუნდებმა შარშან "კამპ ნოუზე" ფრე 0:0 ითამაშეს. მაშინ ბარსას მწვრთნელი ჯერ კიდევ ერნესტო ვალვერდე იყო. ბოლოს კლუბები ერთმანეთს 2020 წლის 1-ელ მარტს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვდნენ, სადაც რეალმა ვინისიუსისა და მარიანო დიასის გოლებით 2:0 მოიგო.

გუნდები "ელ კლასიკომდე" ორ შეხვედრას გამართავენ, ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე.

რეალი 17 ოქტომბერს ლა ლიგაში კადისს ეთამაშება; 21 ოქტომბერს "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგაზე ახალ სეზონს დაიწყებს და მისი მეტოქე დონეცკის შახტარი იქნება. ბარსელონა ლა ლიგაში 17-ში ხეტაფეს წინააღმდეგ ითამაშებს. ლიგაზე კი 20-ში ფერენცვაროშს დაუპირისპირდება. ასე რომ, ბარსელონას დასვენებისთვის 1 დღით მეტი ექნება.     

კომენტარები

ბოლო ამბები