Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მაკედონიელთა კაპიტანმა და ლიდერმა გორან პანდევმა მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიური ჯენოას შემტევის განცხადებით, გუნდი მზად არის თამაშისთვის და გამარჯვებისთვის, რადგან მათი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა.

გორან პანდევი (ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლიდერი): "რა თქმა უნდა, ვინც გუნდში ვართ, მაქსიმუმს გავიღებთ. ჩვენთვის ეს მოკლე პერიოდში მესამე მატჩია და ვიცით, რამდენი ენერგია წაიღო კოსოვოსთან თამაშმა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. გარდა ამისა, მზად ვართ, ხვალ მოედანზე გასასვლელად და მოსაგებად. გუნდში კონკურენციაა და ყველას უნდა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელებს. 7 დღეში 3 თამაში - ეს არის ჯოჯოხეთური რიტმი და შეუძლებელია, ყველა თამაშის მოგება. ფეხბურთი ასეთია. ახლა ჩვენი პირველი მიზანია, ხვალ მოვიგოთ და პირველ ადგილს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ. საქართველოს ნაკრები ჩვენი მეტოქე არა მარტო ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალშია, არამედ ერთა ლიგის ჯგუფშიც და ჩვენი მთავარი კონკურენტია პირველი ადგილისთვის. თუმცა თუ ხვალ მოვიგებთ, ვფიქრობ, ჯგუფში ლიდერობას ჩვენ მოვახერხებთ".

სატურნირო მდგომარეობა მეოთხე ტურის წინ

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 5-5 ქულით ჩრდ. მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 4, ესტონეთს კი 1 ქულ აქვს. უახლოესი დაპირისპირება გენერალური რეპეტიცია იქნება ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება და საქართველო სწორედ მაკედონიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები