Thumbnail
  • რუსეთის ჩემპიონატმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა
  • საქართველოს ნაკრების შემტევი კაშკაშა ვარსკვლავად და ჯადოქრად მოიხსენიეს

ხვიჩა კვარაცხელიაზე შექმნილი ვიდეოების ნახვა არ გვბეზრდება და, ალბათ, არც თქვენ!

საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევ ნახევარმცველს რუსეთის პრემიერლიგამ ახალი ვიდეო მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდებზე და არხებზე გამოქვეყნდა.

“ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ახალგაზრდა ვარსკვლავია. ნახეთ მისი საუკეთესო მომენტები ლიგაში!” - აწერია Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს.

“რუსეთის ჩემპიონატის ერთი ფეხბურთელი მუდმივად იყენებს მაგიას ჰოგვარტსის მიღმა! გაიცანით: ჯადოქარი ხვიჩა” - ეს ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის ტექსტია.

📺 YoutubeRussian Premier Liga

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში 2019 წლის ზამთარში გადავიდა და მოსკოვის ლოკომოტივში ჩატარებულ 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა. შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ყაზანის რუბინმა შეიძინა და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმა. რუბინში ხვიჩა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, გასულ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეულია.

კომენტარები

ბოლო ამბები