Thumbnail

‘ისინი ფედერერს გადაასწრებენ’ - ენდი მარი კარიერის დასრულებას არ აპირებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალმა კარიერაში მე-20 დიდი სლემი მოიგო
  • ამით ესპანელი როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა
  • ენდი მარი დარწმუნებულია, რომ შვეიცარიელს გადაასწრებენ

როჯერ ფედერერი დიდი სლემის ტურნირებზე ტრიუმფებით ერთპიროვნული რეკორდსმენი აღარ არის. რაფაელ ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, კარიერაში 20 დიდი სლემი დაუგროვდა და შვეიცარიელს გაუთანაბრდა.

ენდი მარი მიიჩნევს, რომ შვეიცარიელს ორი ჩოგბურთელი აუცილებლად გადაასწრებს: “წინასწარ ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან შესაძლოა, რომელიმემ ტრავმა მიიღოს და ისეთი რამ დაემართოს, რაც მე მომივიდა. ასეთი რამ მთელ კარიერას ცვლის, - აცხადებს ყოფილი პირველი ჩოგანი და დასძენს, - მაგრამ თუ ტრავმას არ მიიღებენ და კარიერას იმავე ასაკში დაასრულებენ, ვფიქრობ, რომ ბოლოს რეკორდი ამ რაფას დარჩება, ანაც ნოვაკს. ფედერერს ორივე გადაასწრებს.”

რაფაელ ნადალმა კვირას საფრანგეთის ღია პირველობა მეცამეტედ მოიგო, ჯამში კი 20 დიდი სლემი აქვს მოგებული. ნოვაკ ჯოკოვიჩის ანგარიშზე 17 დიდი სლემია.

წაიკითხერაფაელ ნადალი როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა - მაინც რომელია საუკეთესო?

მარიმ საკუთარ თავზეც ილაპარაკა: “ხანდახან კარგად ვარ, ხანდახან - არცისე, - აღნიშნა უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულმა, - იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თამაშით, ტურნირით და მერე მოსამზადებელი პერიოდით მომდევნო წელი ჩემთვის კარგი იქნება.”

როგორც ხედავთ, მარი კარიერის დასრულებას არ აპირებს...

კომენტარები

ბოლო ამბები