Thumbnail

15 წლის ვუნდერკინდი ჩემპიონთა ლიგაში - მას 86 მატჩში 128 გოლი აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დორტმუნდის ბორუსიამ იუსუფა მუკოკო განაცხადში შეიყვანა
  • ის 12 წლის იყო, როდესაც 17-წლამდელთა გუნდში ითამაშა

დორტმუნდის ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 15 წლის ვუნდერკინდი იუსუფა მუკოკო შეიყვანა და მას 18-ნომრიანი მაისური უბოძა. “დიახ, ეს სიმართლეა. ის განაცხადში უკვე ფიგურირებს”, - განუცხადა Bild-ს გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

ცნობისთვის, მუკოკო მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც ბორუსიას 17-წლამდელთა გუნდში ითამაშა, 14 წლისა კი 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს. მიმდინარე სეზონში იუსუფამ გერმანიის იუნიორთა ლიგაში 2 მატჩში ითამაშა და ერთხელ ჰეთ-თრიკიც მიითვალა. გასულ სეზონში მან ლიგის 20 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა.

კამერუნელმა ფორვარდმა, რომელიც გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს, დორტმუნდელთა U17 და U19 გუნდებში, საერთო ჯამში, 86 მატჩში 128 გოლი შეაგდო, ბორუსიას ძირითად გუნდში კი პირველად მიმდინარე წლის აგვისტოში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ მუკოკოს 16 წელი ნოემბერში შეუსრულდება და მაშინ უკვე ბუნდესლიგაში თამაშიც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ბორუსია ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიურ ბრიუგესთან, იტალიურ ლაციოსთანა და რუსულ ზენიტთან ერთად მოხვდა. გერმანული კლუბი პირველ მატჩს 20 ოქტომბერს რომში ლაციოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები