Thumbnail

UEFA.COM: საქართველოს ნაკრები სომხეთს და ესტონეთს ბათუმში უმასპინძლებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი ბათუმში იგეგმება
  • საქართველო სომხეთს 15 ნოემბერს მასპინძლობს, ესტონეთს კი - 18 ნოემბერს

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მე-5 და მე-6 ტურის მატჩების ჩატარება ბათუმის ახალ სტადიონზე იგეგმება - ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ვკითხულობთ უეფას ვებგვერდზე.

Uefa.com-ზე, ერთა ლიგის კალენდარში, საქართველო-სომხეთისა და საქართველო-ესტონეთის ჩასატარებელ ადგილად სწორედ ბათუმია მითითებული, სტადიონად კი - Batumi Arena. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ არ აკეთებენ.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებს 15 ნოემბერს უნდა უმასპინძლოს, ხოლო ესტონეთს კი - 18 ნოემბერს.

ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის გახსნა საქართველოს საფეხბურთო პირველობის მატჩით, ბათუმისა და თბილისის დინამოების დაპირისპირებით, 12 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ თამაშის ჩატარებას ხელი გაუარესებულმა ეპიდ-სიტუაციამ შეუშალა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს ჩაატარებს და გასვლაზე, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩში, რომელშიც ფინალურ ტურნირზე გამსვლელი ნაკრების ვინაობა უნდა გაირკვეს, ქართველი ფეხბურთელები სწორედ მაკედონიელებს ეთამაშებიან. ეს პრინციპული მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, დინამო არენაზე შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები