Thumbnail

“თიხნარის მეფე”, “როლან გაროსის დომინატორი” - საფრანგეთის ღია პირველობაზე კიდევ ერთი უნაკლო ტრიუმფის შემდეგ, რაფაელ ნადალის შესახებ დაწერილი და ნათქვამი სიტყვები თითქმის ყველგან ერთნაირი იყო. ესპანელს ისტორიული წარმატება როჯერ ფედერერმაც მოულოცა - სწორედ მას გაუთანაბრდა რაფა 20 მოგებული დიდი სლემით. ნადალმა შვეიცარიელს მალევე უპასუხა.

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენი პოზიტიური ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ძალიან, ძალიან დიდი ხანია, დიდებულ კონკურენციას ვინარჩუნებთ,” - განაცხადა ესპანელმა როლან გაროსზე მე-13 ტრიუმფის შემდეგ.

ფედერერმა მას ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის სამ სეტში დამარცხება ასევე ემოციური მიმართვით მიულოცა: “ჩემს მეგობარ რაფას ყოველთვის ვაფასებდი, როგორც ადამიანსა და როგორც ჩემპიონს. მრავალი წლის განმავლობაში ის ჩემი ყველაზე დიდი მეტოქეა და ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს ბიძგს ვაძლევთ, რათა საუკეთესოები ვიყოთ. ამდენად, ჩემთვის დიდი პატივია, მას დიდი სლემის ტურნირებზე მე-20 გამარჯვება მივულოცო. განსაკუთრებით საოცარია, რომ მან როლან გაროსის მოგება მე-13-ედ მოახერხა, რაც სპორტში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ამასთან, ვულოცავ მის გუნდსაც, რადგანაც ნადალი მარტო ამას ვერ გააკეთებდა. იმედი მაქვს, 20 ჩვენს გზაზე მხოლოდ მორიგი ნაბიჯია. რაფა, შენ ეს დაიმსახურე”.

პარიზში გამართულ მორიგ პრესკონფერენციაზე ნადალმა ფედერერს თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა: “ვფიქრობ, ის გარკვეულწილად ბედნიერია, რომ მე ვიგებ. მე კი მიხარია, როცა ის თავის საქმეს აკეთებს კარგად.”

საერთო ჯამში, რაფას როლან გაროსზე 102 მატჩიდან 100 აქვს მოგებული...

კომენტარები

ბოლო ამბები